თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისთვის (2016)

თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისთვის (2016)

2UNDP logoსაქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ორგანოებში მათი ადექვატური მონაწილეობის პრობლემის გადაწყვეტა. ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისათვის შემოღებულია კვოტირების სისტემა, რომლითაც 2016-2020 წლებში 2300-ზე მეტმა აზერბაიჯანულენოვანმა სტუდენტმა ბაკალავიატი უნდა დაამთავროს, მაგრამ არ არსებობს მათი დასაქმების სტრატეგია ან სწავლების სპეციალური კურსი საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მით უფრო, რომ 2014 წლიდან მუნიციპალიტეტის მოხელის კონკურსებში სავალდებულოა ტესტირებული გამოცდის ჩაბარება, ხოლო 2017 წლიდან მოხელის სერტიფიკატის მიღება საჯარო სექტორში დასაქმების აუცილებელი პირობა ხდება.

13224984_1404973079528979_596491914_o

აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობა კომპაქტურად ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში ცხოვრობს. საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველი ახალგაზრდებისათვის დახმარების მიზნით მწვანე კავკასიამ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით, განახორციელა პროექტი „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“.

3პროექტით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საჯარო მოხელის ტესტირებული გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნა და შეძლონ ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა. სპეციალურად ამ სასწავლო კურსისათვის შემუშავდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი თვითმმართველობა“.

პროექტის მონაწილეებმა ნარმინა გუსეინოვამ, ელლადა რიზაევამ, ფაგან აბასოვმა, ასლან გეიუშოვმა და პერვინ ნაიბოვმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მასში მოქალაქეთა მონაწილეობის თაობაზე სტატიები  აზერბაიჯანულ ენაზე დაწერეს.

21 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერი მარიამ შიოშვილი, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.  მათ სტუდენტებს მიულოცეს სწავლების წარმატებით დასრულება, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.


cover 2ფოტო 2cover 4

ფოტო 6

თვითმმართველობის სკოლის წარმატებულმა მსმენელებმა მუნიციპალიტეტებში საზაფხულო პრაქტიკა გაიარეს. ბოლნისელ მონაწილეებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი შეხვდა, მარნეულელ მონაწილეებს - მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომლებიც გაესაუბრნენ მათ, გაეცნენ მათ პრობლემებს, თანადგომას დაპირდნენ და წარმატებები უსურვეს.

13732009_1209446845783099_5035017391043875326_o (1)

marneuli

16 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა კონფერენცია „ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალურ ორგანოებში“. დისკუსიის მონაწილეებს მიესალმნენ ოთარ კონჯარია, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანი და თინათინ გენებაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ოფიცერი. ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.

14355509_1371276866235799_6312339287655601995_nდისკუსიის დაწყებამდე „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარემ, გიორგი აბულაძემ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც ქვემო ქართლის საკრებულოების აპარატებსა და გამგეობებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წილი მხოლოდ 17%-ს შეადგენს.

14364811_1371277436235742_2772986299392843095_n„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა კონსტანტინე კანდელაკმა დამსწრეებს გააცნო პროექტის შედეგები: 64 სტუდენტი, მ.შ. 54 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, მომზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის გამოცდებისათვის.

14264926_1371280849568734_908929840176477543_nშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა ელისო ლომიძემ დისკუსიის მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროგრამის წარმომადგენელმა ეკატერინე ყვავაძემ, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორმა ვაკო ნაცვლიშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის თავმჯდომარემ დავით ლოსაბერიძემ, საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელ იურისტთა ასოცაციის თავმჯდომარემ ალი ბადიროვმა, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერმა გიორგი ბენაშვილმა, თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტირების სისტემით ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

14311474_1371126576250828_947586012315722637_o

14391022_1371281902901962_1469938029574886179_n

 

Close