თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პრობლემა (2006)

თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პრობლემა (2006)

13453482_1122580354446844_1168441195_o2006 წელს „მწვანე კავკასიამ“ განახორციელა პროექტი „მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების პრობლემა“. ჩატარდა ჩხიკვთისა და სამშვილდის მადანგამოვლინებებზე არსებული კარიერების აზომვები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ   მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პროექტი. პრობლემისადმი ხელისუფლების მიპყრობის მიზნით გამოქვეყნდა პუბლიკაციები ადგილობრივ და ცენტრალურ პრესაში, ორგანიზაციამ პრობლემის გადაწყვეტის თხოვნით მიმართა მაჟორიტარ დეპუტატს დავით ბეჟუაშვილს, მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი მესტვირიშვილს, სხვადასხვა ცენტრალურ უწყებებს.

„მწვანე კავკასიას“ მიმართვებს გამოეხმაურა მხოლოდ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის თავმჯდომარის რომან დალაქიშვილის დავალებით ადგი
ლზე ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ს.ჩხიკვთის მახლობლად იმ დროს მშენებარე გზის საფუძველიდან მოჭრილი გრუნტით კარიერის ამოვსების საკითხის შესასწავლად. მათ დაათვალიერეს ჩხიკვთის კარიერი, მაგრამ მასთან მისასვლელი გზის მდგომარეობა არ იძლეოდა დატვირთული სატვირთო მანქანების უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას. ამიტომ მოფიქრებულ იქნა კარიერის რეკულტივაციის პროექტის ალტერნატიული ვარიანტი, ადგილზე არსებული გრუნტის მობილიზებით.

მოქმედი კანონმდებლობის 13441783_1122580394446840_880992570_oშესაბამისად („ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7.1. მუხლი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინაშე ამ კარიერების რეკულტივაციის აუცილებლობის საკითხის დაყენებამ შედეგი არ გამოიღო. სამინისტროს მოსაზრება იყო, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ რეკულტივაციის დაფინანსება წიაღისეულის მომპოვებელს დაკისრებოდა, მაგრამ თეთრიწყაროში მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების პრობლემის მოგვარება ამ გზით შეუძლებელი იქნებოდა როგორც კანონის დროში უკუქმედების ძალის არქონის გამო, ასევე თავად წიაღისეულის მომპოვებელი ფირმის - შპს „ალგეთის“ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრდა და 2002 წლიდან შეწყვიტა ფუნქციონირება.

13441505_1122580381113508_874342210_o

პროექტის განხორციელება მცირე გრანტით დააფინანსა ფედერაციამ Save the Children გარემოსდაცვის ინვესტირების პროგრამიდან (EIP), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებული იყო კომპანია BP-ს და მისი პარტნიორების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის (BTC.Co) და სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP.Co.Ltd) კომპანიის მიერ. 2006 logos

Close