აქტივობები

მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში

2017 წლის 21 ნოემბრიდან „მწვანე კავკასია“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრია. თემატურ სამუშაო ჯგუფში „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“ ორგანიზაციას მისი თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე წარმოადგენს. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ...

9 აპრილის მრავალეთნიკური ახალგაზრდული აქცია

"მწვანე კავკასიას" ინიციატივით 2017 წლის 9 აპრილს ეთნიკურად ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ახალგაზრდებმა ერთად მიაგეს პატივი 28 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. მათ ამით მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღვრილი სისხლი ერთნაირად ძვირფასია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.  

საკანონმდებლო წინადადება თანამონაწილეობით დაგეგმვაზე

2013 წლიდან "მწვანე კავკასია" მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, ახორციელებს პროექტებს მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით. 2017 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ორგანიზაციას მისი თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე წარმოად ...

ეთნიკური უმცირესობები ქვემო ქართლის მუნიციპალურ ორგანოებში

2016 წლის მაის-ივნისში "მწვანე კავკასიამ" გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ქვემო ქართლის მუნიციპალური ორგანოებიდან, მათში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის თაობაზე. კვლევის პრეზენტაცია შედგა 2016 წლის 16 სექტემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში". ფაილის გადმოწერა Download file: Minorities in Kvemo Kartli Municipal Administrations, GEO, 2016  

სარჩელი მერებისა და გამგებლების გადაყენების ანტიკონსტიტუციურობაზე

2016 წლის 16 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა კოტე კანდელაკისა და გიორგი აბულაძის კონსტუტუციური სარჩელი N754, რომელიც  ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით მომზადდა. სარჩელი შეტანილი იყო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ ნორმის არაკონსტუტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც საკრებულოს ენიჭება უფლება, ყოველგვარი დასაბუთების გარ ...

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობა

2012 წლის ნოემბერში, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო. მთავრობის მიერ მოწონებული "დეცენტრალიზაციისა დ ...

Close