ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობა

1240509_583486701712867_1077243167_n2012 წლის ნოემბერში, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო. მთავრობის მიერ მოწონებული "დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის" საფუძვლად დაედო საქართველოს ორგანული კანონის - "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტის შემუშავებას. მრჩეველთა საბჭოში წარმოდგენილი „მწვანე კავკასია“ აქტიურად მონაწილეობდა ახალი კოდექსის შემუშავების პროცესში, მისი დებულებების საჯარო განხილვებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებისა და საპარლამენტო კომიტეტებში კანონპროექტის განხილვის დროს გამართულ დებატებში.

Close