პარტნიორობა პროექტში "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის" (2017)

პარტნიორობა პროექტში “ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის” (2017)

2017 წლის მაის-ივლისში მწვანე კავკასია, როგორც რეგიონული პარტნიორი ქვემო ქართლში, მონაწილეობდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ  პროექტში "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" , რომელიც განახორციელეს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა" (MSDC). პროექტის ფარგლებში გიორგი აბულაძემ და ზურა ახმეტელმა შეაფასეს ქ.რუსთავის,  გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამჭირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა, რამაც  ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსში მათი რეიტინგი განსაზღვრა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის და საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნული შეფასების პირველი ანგარიშის პრეზენტაცია 2017 წლის 5 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გაიმართა.

Close