პროექტები

ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი (2018)

2010-2017 წლებში მთავრობის მიერ მიღებულია სხვადასხვა დარგისა და რეგიონის განვითარების 40-ზე მეტი სტრატეგიული დოკუმენტი, თუმცა, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, როგორ მიმდინარეობს ამ სტრატეგიების შესრულება. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო 2 რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, 2013 წელს ეს სტრატეგიები განახლდა, ასევე, კიდევ 7 რეგიონისათვის შემუშავდა ...

მულტიკულტურული თბილისი დღეს (2018)

თბილისის განვითარება იზიდავს მიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა ენობრივი და გარეგნული სიუცხოვე მოსახლეობაში  ქსენოფობიის რისკებს აჩენს. ჩატარებული კვლევებით, საზოგადოების ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმიგრანტების მიმართ. ამავე დროს, რუსეთის ოკუპანტურ ინტერესებშია შექმნას მუდმივი დაძაბულობის კერები, შესაბამისად, კრემლის ღია თუ ფარული პროპაგანდა მო ...

პარტნიორობა პროექტში "მონაწილეობითი ბიუჯეტირების განვითარება" (2017)

      არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაფართოების შედეგად საქართველოში თანდათან ინერგება სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკა. ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი 2015 წელს იყო ფონდი “სხვა სივრცე” (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანი კავკასიის” (საქართველო) და მარნეულის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით. 2016 წელს პრ ...

პარტნიორობა პროექტში "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის" (2017)

2017 წლის მაის-ივლისში მწვანე კავკასია, როგორც რეგიონული პარტნიორი ქვემო ქართლში, მონაწილეობდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ  პროექტში "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" , რომელიც განახორციელეს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC), ინფორმაციის თავი ...

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება (2017)

„მწვანე კავკასიამ“ გაიმარჯვა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის. 28 აპრი ...

ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისათვის (2016-2017)

2016 წლის ოქტომბრიდან „მწვანე კავკასია“ ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისთვის“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ...

თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში (2016)

ქალაქ თეთრიწყაროს დაარსებიდან 200 წელი უსრულდება. შუა საუკუნეების ნასოფლარის - გარისის ტერიტორიაზე, 1816 წლიდან ქართველ გრენადერთა პოლკის განთავსების შემდეგ, განვითარდა სამხედრო დაბა, რომელსაც  რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებამ „Белый Ключ“ უწოდა. 1930 წლიდან დაბამ რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქცია შეიძინა, 1940 წლის 9 ოქტომბერს მას, ქართული თარგმანით, „თეთრიწყარო“ დაერქვა. თ ...

თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისთვის (2016)

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ორგანოებში მათი ადექვატური მონაწილეობის პრობლემის გადაწყვეტა. ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისათვის შემოღებულია კვოტირების სისტემა, რომლითაც 2016-2020 წლებში 2300-ზე მეტმა აზერბაიჯანულენოვანმა სტუდენტმა ბაკალავიატი უნდა დაამთავროს, მაგრამ არ არსებობს ...

არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში (2007 -2008)

2007 წლის დასაწყისში ფედერაციამ Save the Children შეარჩია „მწვანე კავკასია“ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციად გარემოსდაცვის ინვესტირების პროგრამის (EIP) მცირე გრანტების პროგრამის (SGP)  განსახორციელებლად თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში და მისცა საშუამავლო გრანტი (15500 $). პროექტის „არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში“ ფარგლებში „მწვანე კავკასიამ“ ადგილო ...

თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პრობლემა (2006)

2006 წელს „მწვანე კავკასიამ“ განახორციელა პროექტი „მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების პრობლემა“. ჩატარდა ჩხიკვთისა და სამშვილდის მადანგამოვლინებებზე არსებული კარიერების აზომვები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ   მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პროექტი. პრობლემისადმი ხელისუფლების მიპყრობის მიზნი ...

Close