პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება (2017)

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება (2017)

„მწვანე კავკასიამ“ გაიმარჯვა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის. 28 აპრილს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისად "მწვანე კავკასია" ახორციელებს პროექტს "პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ოგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქებში".

electionreforms

 „მწვანე კავკასიას“ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა 20 სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის 91 წარმომადგენელს ივნის-ივლისში ქ.თელავში, სასტუმრო "ალაზნის ველში" ჩაუტარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე:

IMG_2216

  • ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების საარჩევნო სისტემა
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა)
  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები.

გარდა ამისა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერმა მონაწილეებს ჩაუტარა ტრენიგი თემებზე:

IMG_2210

  • საარჩევნო ციკლი და საარჩევნო ოპერაციების მართვა (საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელი და უფლებამოსილებები)
  • კენჭისყრის დღე და კენჭისყრის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები
  • არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება

პროექტის განხორციელების შედეგად გაიზარდა პოლიტიკურ პარტიათა  წარმომადგენლების ცოდნა საარჩევნო  საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს უფრო კონკურენტული არჩევნების ჩატარებას ქვემო ქართლში.

 

Close