ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის მეთოდოლოგია და ანგარიში

ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის მეთოდოლოგია და ანგარიში

ვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17  სექტემბრის №1365 განკარგულებით არის დამტკიცებული.

გადმოიწერე სტრატეგია PDF 

Strategy Methodologyსამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და მწვანე კავკასიას ექსპერტებმა ამ სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის მიზნით შეიმუშავეს უნიკალური მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, სტრატეგიის 14 მიზნის მიღწევისა და 172 ამოცანის შესრულების მდგომარეობა შეფასდა 41 რაოდენობრივი და 190 ხარისხობრივი კრიტერიუმით.

გადმოიწერე მეთოდოლოგია PDF

35 საჯარო ინსტიტუციიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიში.Strategy Report

გადმოიწერე მონიტორინგის ანგარიში PDF

მონიტორინგის შედეგებით, ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ მისი ცალკეული მიზნების მიღწევის მდგომარეობა განსხვავებულ დონეზეა  (27-დან 71%-მდე),   ხოლო მთლიანობაში სტრატეგიის მიზნები 44%-ით არის მიღწეული.

პროექტი „ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

 

 

Close