2016 წლის სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

2016 წლის სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ 2016 წელს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გაცემული გრანტების
მონიტორინგის შედეგები, რომელიც განახორციელა "მწვანე კავკასიამ" 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათლით.

მონიტორინგმა მოიცვა შემდეგი სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებმაც 2016 წლის განმავლობაში
საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცეს გრანტები:MR2016

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
  • სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
  • სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

გარდა ამისა, მონიტორინგის ფარგლებში მოექცა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებისთვის დაფინანსებული პროექტები და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების რეგულაციები.

პუბლიკაციის ავტორები არიან დავით ლოსაბერიძე და კონსტანტინე კანდელაკი.

გადმოიწერე ანგარიშის PDF ვერსია

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით
და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად
პასუხისმგებელია „მწვანე კავკასია“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და
კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.                                                                                   

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Close