არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში (2007 -2008)

არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში (2007 -2008)

IM000162.JPG

IM000162.JPG

2007 წლის დასაწყისში ფედერაციამ Save the Children შეარჩია „მწვანე კავკასია“ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციად გარემოსდაცვის ინვესტირების პროგრამის (EIP) მცირე გრანტების პროგრამის (SGP)  განსახორციელებლად თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში და მისცა საშუამავლო გრანტი (15500 $).

პროექტის „არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში“ ფარგლებში „მწვანე კავკასიამ“ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩაუტარა ტრენინგები თემებზე: „გარემოსდაცვითი პრობლემები“, „ორგანიზაციული განვითარება“ და „ფინანსური მენეჯმენტი“, გამოსცა მათთვის ბუკლეტი „ცხოველთა და მცენარეთა ზოგიერთი იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ და დაეხმარა საპროექტო განაცხადების მომზადებაში BP-ს გარემოსდაცვის ინვესტირების პროგრამიდან გრანტების მისაღებად.13103306_1258931004137053_3719577370079631069_n

2007-2008 წლებში ფედერაციამ Save the Children გასცა 8 გარემოსდაცვითი გრანტი წალკისა და თეთრიწყაროს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. „მწვანე კავკასია“ ატარებდა კონკურსში გამარჯვებული პროექტების  ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების რეგულარულ მონიტორინგს და უწევდა მათ საჭირო კონსულტაციებს.2006 logos

2008 წლის 6 ივლისს „მწვანე კავკასიამ“ დააფიქსირა სამშენებლო კომპანია „აშტრომის“ ქვეკონტრაქტორის Georgian Construction Group-ის მიერ „სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის“ სამშენებლო სამუშაოების დერეფანში მოხვედრილი კენკროვანი ურთხელის (საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა) 4 ძირის უკანონო მოჭრის ფაქტი, რის შესახებაც ადგილზე შედგა საუბარი სამუშაოების ხელმძღვანელ პირთან და ინფორმაცია ამ გარემოსდაცვითი დარღვევის შესახებ მიეწოდა პროექტის დონორს - ფოდს ”ათასწლეულის გამოწვევა-საქართველოს-MCG” და გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფაქტთან დაკავშირებით შედგა საუბარი სამშენებლო კომპანიის ”აშტრომის” გარემოსდაცვით ოფიცერთან, ასევე ადგილობრივი სატყეო სარეინჯეროს ხელმძღვანელთან. 20 ივლისს „მწვანე კავკასიისა“ და ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ „აშტრომის“ წარმომადგენლებს და ესაუბრნენ პროექტის გარემოსდაცვით ასპექტებზე, კერძოდ, სამშენებლო დერეფანში მოყოლილი უთხოვარის ხეების, ორქიდეებისა და ბეწვყვავილა გლობულარიას გადარგვის აუცილებლობაზე. კომპანიის წარმომადგენელთა თხოვნით, „მწვანე კავკასიამ“ მათ დამატებით მიაწოდა კენკროვანი ურთხელის, ბეწვყვავილა გლობულარიასა და ორქიდეების ზრდის ადგილების რუკები. ამგვარად, მოჭრას გადაურჩა სამშენებლო დერეფანში მოყოლილი ურთხელის სხვა ძირები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის გოჩა გიგინეიშვილისაგან ”მწვანე კავკასიამ” მიიღო მადლობის წერილი ალგეთის ხეობაში არსებული კენკროვანი ურთხელის კორომების დაცვისათვის.

გარემოსდაცვის ინვესტირების პროგრამა (EIP) ინიცირებული და დაფინანსებული იყო კომპანია BP-ს და მისი პარტნიორების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის (BTC.Co) და სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP.Co.Ltd) კომპანიის მიერ.

2008 წლის ფინანსური ანგარიში და აუდიტორის დასკვნა

Untitled HPIM0860

Close