მისია

„მწვანე კავკასია“ არის გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თვლის, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლებები და ადექვატური საშუალებები იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისათვის, რომლებიც გავლენას ახდენს საარსებო გარემოზე.

ხელისუფლების ნებისმიერი სტრატეგია თუ ქმედება უნდა დაიგეგმოს მხოლოდ საზოგადოების ყველა დაინტერესებული ჯგუფის, მათ შორის, ახალგაზრდობის, ქალთა და უმცირესობათა სრულყოფილი მონაწილეობის საფუძველზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი მედიის, სოციალური ჩართულობისა და მოსახლეობაში აქტიური მოქალაქეობრივი ცნობიერების არსებობის პირობებში, რომელთა განვითარებაში წვლილის შეტანა ორგანიზაციის ამოცანაა.

ჩვენ შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე კავკასია (Green Caucasus) დაფუძნდა 1999 წლის 18 ივლისს ქ.თეთრიწყაროში (რეგისტრირებულია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 30 მაისს).

ორგანიზაციის დაარსება დაკავშირებულია პოსტსაბჭოთა საქართველოში საკრებულოსთვის მოსახლეობის პეტიციით პირველ მიმართვასთან, რომლის მეშვეობით ორგანიზაციამ მიაღწია რაიონულ საკრებულოში "მანგანუმის კარიერული წესით მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შემსწავლელი დროებითი კომისიის" შექმნას, რასაც მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მის აქტივისტებზე პრესინგი მოჰყვა.  

2006-2008 წლებში ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 2 პროექტი BP-ს „გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამით" Save the Children–ისგან მიღებული გრანტებით: "თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ დარჩენილი კარიერების პრობლემა" (3.000 $) და "არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში" (15.500 $).

2008 წელს ორგანიზაციამ მიაღწია ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის საერთაშორისო რკინიგზის პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ხმაურისაგან ქ.თეთრიწყაროსა და ქ.წალკის მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების შესახებ ცალკე თავის შეტანას. მწვანე ზოლის გაშენება ლიანდაგსა და საცხოვრებელ სახლებს შორის რკინიგზის ხმაურის გადაჭარბებული ემისიისგან მოსახლეობის დაცვის პირველი პრეცენდენტია.

2013 წელს ორგანიზაცია მონაწილეობდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავებასა და მის მხარდამჭერ აქტივობებში, მათ შორის, საპარლამენტო კომიტეტებში კანონპროექტის განხილვების პროცესში.

2016 წლის ივნისიდან 2017 წლის თებერვლამდე ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით,  მწვანე კავკასიამ განახორციელა პროექტი „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ (15.000 $), რომელითაც საქართველოში პირველად მოხდა თანამონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის გამოყენება მუნიციციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისათვის. პროექტი ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით ქ.თეთრიწყაროს ცენტრალური უბნის ერთობლივ დაგეგმვას გამგეობისა და მოსახლეობის მიერ. საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად შემუშავდა საპროექტო წინადადება "სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში". მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისათვის "თანამონაწილეობითი დაგეგმვა".  მონაწილეობის ამ ფორმის ყველა მუნიციპალიტეტში დანერგვის მიზნით,  სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ორგანიზაციამ შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადებათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა პროექტი წარადგინა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსზე, სადაც ის, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად იქნა მიჩნეული და 2018 წლის 19 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე მუნიციპალიტეტი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

2016 წლის იანვარ-სექტემბერში UNDP-ს პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ დაფინანსებით მწვანე კავკასიამ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით, განახორციელა პროექტი „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისთვის“ (56.170 ₾). პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენინგ-კურსი “თვითმმართველობის სკოლა“ მუნიციპალიტეტის მოხელეთათვის აუცილებელ კანონმდებლობაში ახალგაზრდების მოსამზადებლად, რომელიც გაიარა 64-მა სტუდენტმა, მუნიციპალიტეტებში შემდგომი პრაქტიკის გავლით. პროექტის შედეგები შეჯამდა კონფერენციაზე „ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალურ ორგანოებში“, სადაც მოხდა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე.

2016 წლის 7 ივნისს ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში მოხდა თაობათა ცვლა, საერთო კრებაზე აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები და თავმჯდომარე

2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მაისამდე, UNDP-ს პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, მწვანე კავკასიამ განახორციელა პროექტი „ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისთვის“ (108.800 ₾). პროექტის ფარგლებში „თვითმმართველობის სკოლის“ ტრენინგები გაიარა 41-მა სტუდენტმა. გარდა ამისა, შეიქმნა ახალგაზრდული ვებ-სტუდია, რომელშიც, ტრენინგით წინასწარი მომზადების შემდეგ, ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე გააკეთეს 80 ვიდეოსიუჟეტი და 32 ლაივ-სტრიმ გადაცემა, ინტერნეტში  გამოაქვეყნეს საკუთარი სტატიები,  პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გამოიცა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის „ადგილობრივი თვითმმართველობა“, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის მოხელეთათვის საჭირო მოქმედ კანონმდებლობას. მას ამჟამად  მაგისტრატურის საფეხურზე სწავლებისათვის იყენებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA, საქართველოს უნივერსიტეტში და  სხვა უმაღლესი სასწავლებლებში, ასევე, ტრენინგ-კურსებში - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პროექტის შედეგები შეჯამდა კონფერენციაზე „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესი ქვემო ქართლში“.

2017 წლის 9 აპრილს ორგანიზაციამ მოაწყო მულტიეთნიკური სტუდენტური აქცია ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.

2017 წლის მაის-ივლისში მწვანე კავკასიამ განახორციელა პროექტი პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქებში (დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, 92.000 ₾), რომლის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრებისათვის, ადგილობრივ არჩევნებში მათი კვალიფიციური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, თელავის სასტუმრო „ალაზნის ველში“ საარჩევნო თემატიკაზე ჩატარდა ტრენინგების 6 ოთხდღიანი ციკლი, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო 20 პოლიტიკური პარტიის 91-მა წარმომადგენელმა.

2017 წლის მაის-ივლისში მწვანე კავკასია, როგორც რეგიონული პარტნიორი, მონაწილეობდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ  პროექტში "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" (IDFI/CTC/MSDC), რომლის ფარგლებში შეაფასა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამჭირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა, რამაც  ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსში მათი რეიტინგი განსაზღვრა.

2017 წელს მწვანე კავკასია იყო პოლონური ორგანიზაციის ფონდი “სხვა სივრცე”-ს  პარტნიორი პროექტში “მონაწილეობითი ბიუჯეტის განვითარება – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი”. რომლის ფარგლებში ხდებოდა სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა რამდენიმე მუნიციპალიტეტში და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების შემუშავება.

2018 წელს მწვანე კავკასიამ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით, შექმნა რეგიონული განვითარების სამთავრობო სტრატეგიების განხორციელებაზე სამოქალაქო მონიტორინგის პირველი პრეცედენტი. ამ მიზნით სპეციალურად  შემუშავდა მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის 14 მიზნის მიღწევისა და 172 ამოცანის შესრულების მდგომარეობა 231 კრიტერიუმით შეფასდა. 28 სახელმწიფო უწყებიდან (სამინისტრო და სსიპ-ი) და 7 მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა მონიტორინგის ანგარიში. პროექტი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგი მხარდაჭერილი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSRDG მიერ (5000 €), პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში.

2018 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის მულტიკულტურული თბილისი დღეს (8.000 US $), ფარგლებში ჩატარდა იმიგრაციის თაობაზე სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი, ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ - 2018“, რომელშიც განხილულია იმიგრაციის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა, მოცემულია 8 სახელმწიფო უწყებიდან და ღია წყაროებიდან მოპოვებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით ბოლო წლების იმიგრაციული ნაკადების ანალიზი, ასევე, რეკომენდაციები ცალკეული სამინისტროებისათვის, მათი გამჭვირველობისა და იმიგრაციის საკითხებზე მუშობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. იმიგრანტების შესახებ გავრცელებული მითების რღვევის მიზნით პროექტის ფარგლებში გადაღებული და Facebook-ში გავრცელებული 6 ვიდეორგოლის მნახველთა ჯამურმა რაოდენობამ 165 ათასს მიაღწია. საინფორმაციო კამპანიის შედეგები განხილულ იქნა შემაჯამებელ კონფერენციაზე „იმიგრაციული პროცესები: მითები და რეალობა“.

ამჟამად ორგანიზაცია ახორციელებს  საჯარო ინსტიტუციების მიერ 2016 წელს  გრანტების გაცემისა და განხორციელების მონიტორინგს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის CSI მხარდაჭერით (75000 €), პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში.

მწვანე კავკასია ეწევა კვლევით-საკონსულტაციო საქმიანობას2017 წელს ფონდ „აფხაზინტერკონტის“ დაკვეთით მოამზადა  გზამკვლევი „საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ და კავშირი „სამყაროს“ დაკვეთით - „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კონცეფცია“. ორგანიზაციის ეს და სხვა პუბლიკაციები ამ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

2017 წლის 21 ნოემბრიდან „მწვანე კავკასია“ ღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრია. 

Close