მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის გზამკვლევი

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის გზამკვლევი

2017 წელს "მწვანე კავკასია" იყო პარტნიორი პროექტში "მონაწილეობითი ბიუჯეტის განვითარება – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი", რომლის ფარგლებში  შეიქმნა ბროშურა, სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მომზადების და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. მონაწილეობითი, ანუ სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმი პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო მონაწილეობის უმაღლეს დონეს.

2015 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“-ს და პოლონური „ფონდი სხვა სივრცე“-ს თანამშრომლობით პირველად განხორციელდა თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში საზოგადოების ჩართვა. 2016 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკას შეუერთდა ქ.გორი, ხოლო 2017 წელს – საჩხერისა და  ბორჯომის მუნიციპალიტეტები.

ამ ინსტრუმენტის დიდი პოტენციალიდან და დადებითი ეფექტიდან გამომდინარე, ამ ბროშურით ხდება მიღებული გამოცდილების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმის დასანერგად.

ბროშურის გადმოწერა

საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკის დანერგვისას შემუშავებული ყველა სხვა მასალა გამოქვეყნებულია  ვებ-გვერდზე participatory.ge

Close