პარტნიორობა პროექტში "მონაწილეობითი ბიუჯეტირების განვითარება" (2017)

პარტნიორობა პროექტში “მონაწილეობითი ბიუჯეტირების განვითარება” (2017)

 logos

    არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაფართოების შედეგად საქართველოში თანდათან ინერგება სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკა. ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი 2015 წელს იყო ფონდი “სხვა სივრცე” (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანი კავკასიის” (საქართველო) და მარნეულის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით. 2016 წელს პროექტის განხორციელების პროცესს მხარი დაუჭირა „საქართველოს ჰელსინკის სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტმა“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ“ (NALAG).

2017 წელს პროექტის “მონაწილეობითი ბიუჯეტის განვითარება – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი” პარტნიორები გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები "მწვანე კავკასია” და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაცია”, ასევე, ქალაქ გორისსაჩხერისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები.

       პროექტის ფარგლებში "მწვანე კავკასია" მონაწილეობდა „ექსპერტთა საბჭოს“ სხდომებში, სადაც ხდებოდა მსჯელობა მონაწილეობითი ბიუჯეტის საქართველოში დანერგვის პრობლემებზე, თავისებურებებსა და შესაძლო მოდელებზე. 2012 წლის ივნისიდან, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრთან MSDC ერთად, მწვანე კავკასიამ მოამზადა სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის საკანონმდებლო უზრუნველყოფის წინადადება. კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვაში, „ექსპერტთა საბჭოში“ წარმოდგენილი ორგანიზაციების გარდა, ჩაერთნენ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო OSGF, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI, საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია GYLA, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ICCC, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება ISFED, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ქსელის ცენტრი CLDDN და რეგიონის განვითარების ცენტრი RDC.

1509ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2017 წლის 15 სექტემბერს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში გამართული შეხვედრისას განიხილეს მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრისა და მწვანე კავკასიას მიერ შემუშავებული კანონპროექტი და გამოთქვეს შენიშვნები და წინადადებები. მათი გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა „ექსპერტთა საბჭოს“ 14 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.

   ამდენად, სამოქალაქო ბიუჯეტის საქართველოში დანერგვის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო წინადადების შემუშავებაში, პოლონურ მხარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 11-მა ქართულმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ. მომავალ წელს მწვანე კავკასია, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას ამ წინადადების მხარდამჭერი კოალიციის გაფართოვების მიმართულებით.

    2015, 2016 და 2017 წლებში საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკის  დანერგვა განხორციელდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის“ (პოლონეთი) პროექტის “დემოკრატიის მხარდაჭერა” ფარგლებში.

  საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის 3-წლიანი პროგრამა და პრაქტიკის დანერგვისას შემუშავებული ყველა მასალა გამოქვეყნებულია  ვებ-გვერდზე participatory.ge. ბროშურა "მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის გზამკვლევი" შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზეც, განყოფილებაში "პუბლიკაციები".

პირველად ქართულ ტელესივრცეში ჩვენი პარტნიორები საუბრობენ სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ გადაცემაში "თვითმმართველობა 2017"

Close