ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისათვის (2016-2017)

ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისათვის (2016-2017)

12UNDP logo2016 წლის ოქტომბრიდან „მწვანე კავკასია“ ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისთვის“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
 
 img_9652img_9735
2016 წლის 22-23 ოქტომბერს ქ.თელავში პროექტის 9 მოხალისეს, უმთავრესად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ჩაუტარდათ ტრენინგი. ახალგაზრდა ჟურნალისტმა სადდამ ალიევმა მონაწილეებს შეასწავლა ინტერვიუს ჩამორთმევა, ვიდეოსიუჟეტების გადაღება და მომზადება. ტრენინგის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქალაქი თელავი, გრემის ისტორიული კომპლექსი და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ყვარელში. ტრენინგის დროს მოხალისე ჟურნალისტებმა მოამზადეს სამი სიუჟეტი.
 
img_9690img_9794პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ-სტუდია საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ჟურნალისტიკაში და განახორციელონ თავიანთ ჩანაფიქრები. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი აუდიტორიისათვის მათ მოამზადეს 80 ვიდეოსიუჟეტი მიმდინარე მოვლენებსა და საკუთარი თემების პრობლემებზე, გააკეთეს საკუთარი გადაცემები ონლაინ-სტრიმინგით LİVE რეჟიმში, სადაც იწვევენ სტუმრებს და მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე. ვებ-სტუდიის მუშაობის დაწყებიდან 4 თვეში გაკეთდა 30 ლაივ-სტრიმი, რომელთა ყურებადობამ ჯამურად 31000-მნახველს გადააჭარბა. სტუდენტების მიერ მომზადებული სიუჟეტები ქვეყნდება YouTube არხზე Youth Studio და ახალგაზრდული სტუდიის ფეისბუქ-გვერდზე .
tozu gadacemaelmadinadil
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პორტალზე ivote.ge გაკეთდა აზერბაიჯანულენოვანი გაფართოება (ვებ-გვერდი) ivote.ge/az.html, სადაც სტუდენტების მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტების გარდა, ახალგაზრდულ სტუდიაში გადაღებული ვიდეომასალის გარდა, განთავსებულია სტუდენტების მიერ მომზადებული შემეცნებითი სახის სტატიები.
 ivote
 
პროექტის ფარგლებში გაგრძელდა „თვითმმართველობის სკოლის“ მუშაობა, რომლის სასწავლო პროგრამა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლას. 2016-17 წლებში ტრენინგები ჩაუტარდა 105 სტუდენტს, რაც მათ საჯარო მოხელის სერტიფიკატის მისაღებად ტესტირებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შესაძლებლობას მისცემს.
 
დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გამოიცა გადამუშავებული სახით და, ტრენინგების მსმენელების გარდა, უფასოდ გადაეცა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს. ელექტრონილი სახით სახელმძღვანელო განთავსდა ორგანიზაციის საიტზე და ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
 
 

Close