ილია საბაძე - 591 40 35 45
დაიბადა 1965 წლის 18 სექტემბერს წალკის რაიონის სოფ. რეხაში;
1982 წელს დაამთავრა წალკის რაიონის სოფ. რეხის საშუალო სკოლა;
1982-1983 წლებში სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში;
1991 წელს დაამთავრა ქალაქ კიროვის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი;
1992 წელს დაინიშნა წალკის რაიონის სამხედრო კომისარიატის სპეციალისტად;
1996-1997 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში;
1993-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე;
1999-2003 წლებში ეკავა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსის თანამდებობა;
2003-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსად;
2011-2013 წლებში იყო საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე;
2013-2014 წლებში იყო წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
2014 წლის ივლისიდან ბოლო დრომდე ეკავა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა;
ფლობს აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
წალკა ილია საბაძის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd