თქვენ იმყოფებით: პროექტის შესახებ
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
მისია

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 1996 წელს, პირველად რეგისტრირებული იქნა ამავე წლის 5 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ, #2677, მეორადი რეგისტრაცია გაიარა 1998 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისის ჩუღურეთის სასამართლოში, რეგისტრაციის #03/9-65.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი არის დამოუკიდებელი, არაპარტიული, არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიისწრაფის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისკენ, მისი მიზანია საზოგადოების, მედიის, მთავრობისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობის და ქართული საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის აქტიური დიალოგის დამყარებით, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის რწმენით, ჩვენ ყველა ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამოქალაქო კულტურის განვითარებაში.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მხარს უჭერს საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის, მშვიდობიანობის და სტაბილურობის განვითარებას. მისი მიზანია გვქონდეს მომავალი, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლება. ჩვენი რწმენით, ყველა მოქალაქე იმსახურებს თანასწორუფლებიან წარმომადგენლობას მთავრობაში. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რათა დავნერგოთ არჩევნების ის მეთოდები, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ამ უფლებას.



საქმიანობა



სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტები მიზნად ისახავენ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა განვითარებას.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მხარს უჭერს სამოქალაქო კულტურას, რომლის ფასეულობებსაც წარმოადგენს პლურალიზმი და თავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალპარტიულობის განვითარებას საქართველოში. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ და პატივს ვცემთ თითოეული ინდივიდის საჭიროებას, იყოს საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი დემოკრატიული კულტურის ფარგლებში.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ქმნის, მართავს და ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების პროექტებს საქართველოში. იგი გამოიმუშავებს იმ საჭირო იარაღებს, კერძოდ კი მეთოდოლოგიას და ტექნიკას ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების დასახმარებლად, რათა გაიზარდოს მათი მონაწილეობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, რათა წინ წამოწეულ იქნას პასუხისმგებლობა, თანასწორუფლებიანობა და გამჭვირვალეობა, მოიძებნოს დიალოგის დამყარების, კონსესუსის მიღწევის გზები და ადგილი ჰქონდეს მშვიდობიან ცვლილებებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა