პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა : "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო. და დასძინა, რომ შესაბამის მუხლთან დაკავშირებით გავრცელდა სხვადასხვა ინტერპრეტაციები და პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, თითქოს მათ ვინმე აიძულებს, რომ კანონიერად მიღებული თანხები უკან დააბრუნონ.