თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილება # 1 2010 წლის 2 ივლისი, ქალაქი რუსთავი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულება (დანართი №1).
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2006 წლის 30 ოქტომბრის №2 დადგენილება.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე