გოჩა კურდღელია
დაიბადა 1965 წლის 24 ივლისს ქალაქ ფოთში;
1972 წელს შევიდა ქალაქ ფოთის N1 საშუალო სკოლაში. 1980-1983 წლებში სწავლობდა ქალაქ სენაკის N139 პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა;
1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით;
1990-1992 წლებში მუშაობდა ქალაქ სენაკის N66 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჯერ ოსტატად, შემდეგ ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად;
1992-1997 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ჯერ ტექნიკოსად (1992-1994 წწ.), შემდეგ სატვირთო განყოფილების უფროსად (1994-1997 წწ.);
1997-2011 წლებში იყო შპს „დოკტრანსშიპმენტ ფოთის“ დირექტორი;
2005-2011 წლებში ეკავა შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯეესკოს“ დირექტორის თანამდებობები. იმავდროულად იყო შპს „პრომეტკო ჯორჯიას“, შპს „ჯეესკოს“, შპს „მეტალექსისა“ და შპს „მეტალექს-ტრანსის“ დამფუძნებელი;
2006-2010 წლებში იყო ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი;
2011 წლიდან დღემდე შპს Caucasian Metals Terminal-ის დირექტორია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
ფოთი გოჩა კურდღელიას საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd