დაიბადა 1969 წლის 17 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. წალასყურში;
1986 წელს დაამთავრა თელეთის საშუალო სკოლა;
1990 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო–საგზაო ფაკულტეტი;
1986-1987 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის სოფ. თელეთის სოფლის ექსპერიმენტული მეურნეობის ავტოპარკში ზეინკლად;
1990-1993 წლებში იყო გარდაბნის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მექანიკოსი;
1998-2002 წლებში იყო გარდაბნის რაიონის თელეთის თემის საკრებულოს დეპუტატი;
2002-2006 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის თელეთის თემის საკრებულოში: იყო დეპუტატი და საკრებულოს მდივანი;
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი 2006 წელს, სხვადასხვა დროს, იყო გარდაბნის რაიონის თელეთის თემის საკრებულოს გამგებელი და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული;
2007-2012 წლებში მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
2008 წლიდან არის გარდაბნის N21 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
2008-2016 წლებში გაიარა სხვადასხვა ტრენინგი და სასწავლო კურსი საარჩევნო ადმინისტრაციისა და მართვა-კომუნიკაციის მიმართულებებით;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
გარდაბანი რამაზ ბუდაღაშვილი საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd