გიორგი ცხადიაშვილი
დაიბადა 1975 წლის 1 სექტემბერს. 1992 წელს დაამთავრა თბილისის N 140 საშუალო სკოლა. 2003 წელს - საქართველოს დიპლომატიური აკადემია. 1994 წლიდან 2002 წლამდე იყო სახელმწიფო უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის განყოფილების უფროსი, შემდეგ კი დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი. 2002 წლიდან 2010 წლამდე საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოების მენეჯერად. 2010 წელს არჩეულ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად „ალიანსი საქართველოსათვის” პარტიული სიით. 2012 წლის დეკემბრიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. არის პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.