ვაჟა შუბითიძე
დაიბადა 1959 წლის 28 დეკემბერს ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა ქალაქის მე-3 საშუალო სკოლა.
1977-1982 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1982-1985 წლებში, სწავლა გააგრძელა თსუ ასპირანტურაში და იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი.
არის ისტორიის დოქტორი (1987 წ), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004 წ); 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სრული პროფესორი. ლექციებს კითხულობს ასევე თბილისის ღია და სასწავლო უნივერსიტეტებში.
არის მრავალი ნაშრომის, წიგნის, სტატიის, მონოგრაფიის ავტორი.
გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, 15 წიგნი, აქედან 6 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო -პოლიტოლოგია, იმიჯოლოგია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზრი). წიგნისათვის „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ (2008 წ). მიენიჭა დავით აღმაშენებლის პრემია ნომინაციაში „სამაგიდო წიგნი“. არის პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს „პროფესორთა ლიგის“ და შუბითიძეების გვარის თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.