Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

საკრებულოს თავმჯდომარე

ლევან ლობჯანიძე

 

დაიბადა 1947 წლის 10 მარტს  ადიგენის რაიონის სოფ.  მლაშეში. 1960 წელს დაამთავრა ამავე სოფლის 7 წლიანი სკოლა, ხოლო 1963 წელს ადიგენის საშუალო სკოლა.

 

1964-1969 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სამთო მანქანებისა და კომპლექსების სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა სამთო ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაცია.

 

1969 წელს მუშაობდა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო-მექანიკის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 2006 წლის 1 ივლისამდე.

 

1999 წლის იანვარში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი.

 

ლევან ლობჯანიძე არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

 

1980 - 2002 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 7 გამოგონება.

 

1989-1992 წლებში იყო მერაბ კოსტავას საადგილმამულო ფონდის წევრი. მისი ინიციატივიტ აღნიშნულმა ფონდმა ადიგენის რ-ში რესპუბლიკიდან გასული არაქარტველი 7 ოჯახიდან შეისყიდა საცხოვრებელი სახლები, რომლებიც გადაეცა მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე, ონის რაიონში სტიქიით დაზარალებული 2 ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი სახლები.

 

1990 წელს ლობჯანიძის უშუალო მონაწილეობით კანონმდებლობის სრული დაცვით ახალციხის რაიონის კუთვნილი მიწებიდან 20 ჰა მიწის ფართობი გადაეცა ადიგენის რაიონს. აღნიშნული მიწის ფართობი გაუნაწილდა სოფ. უდის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად.

 

2007 წელს ლობჯანიძის დახმარებით საინვესტიციო ფონდის თანხებიდან ადიგენის რაიონის 3 სოფლის მაცხოვრებლები  (არზნე, ფლატე, მლაშე)  უზრუნველყოფილ იქნენსასმელი წყლით და ყველაოჯახს ეზოში ინდივიდუალური წყლის ონკანი აქვს.

 

არის მოქალაქეთა უფლებადამცველი.1998 წელს დაარსებული  ,,საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის"  ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასოციაციის დახმარებით 500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით და ფულადიკომპენსაციით.

 

გახლავთ ქ. თბილისის დაუმთავრებელი საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

 

1995-1999 წლებში მუშაობდა ,,მონკავშირის" საკუთრებაში არსებული მუხრანის გარეული ფრინველის საშენი მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1999-2010წწ ამავე მეურნეობის დირექტორად.

 

2008 წელს მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში ადიგენის რაიონში როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადიგენის რაიონის 18 საარჩევნო უბნიდან მისი დახმარებით მოგებულ იქნა როგორც კოალიცია  ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება",  ასევე ამავე კოალიციისმაჟორიტარული კანდიდატის არჩევნების მხოლოდ ერთი- სოფ. მლაშის საარცევნო უბანი.

 

არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი.

 

ამჟამად ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაცია  ,,ქართული ოცნების" წევრი.

 

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი