Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის -  მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის დასავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიაში, 1917 წლიდან 1930  წლამდე ტფილისის მაზრაში. 1930  წლიდან დმანისის რაიონი შეუერთეს წალკის რაიონს, 1933 წლიდან ხდება დამოუკიდებელი რაიონი.  ამჟამად მუნიციპალიტეტი.

 

დმანისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ ნაწილში ესაზღვრება სომხეთის რესპუბლიკა.

 

ფართობი - 1198.8 კმ²;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 29 145  ადამიანი ( 31,2%  ქართველი, 66,7%  აზერბაიჯანელი;  ბერძნები  0.7%;  სომხები 0.3% ; რუსები 0.2%;) ;

 

სიმჭიდროვე - 23 ადამიანი კმ2- ზე;

მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია: 1  ქალაქი(დმანისი) და 58 სოფელი - ამამლო (ანგრევანი, ბეზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი), განთიადი (ტნუსი, ჯავახი), გომარეთი(დიდიგომარეთი, კაკლიანი, მამულა, პატარა გომარეთი, ფიჭვების ხევი, ჩათახი, ჭოჭიანი), გუგუთი (კამიშლო, ლოქჯანდარი), დიდი დმანისი (ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი), დმანისი(იაყუბლო, პანტიანი, შინდილიარი), ირგანჩაი, კამარლო (ქარიანი, შახმარლო), კიროვისი (ბახჩალარი, დაგარახლო, ორმაშენი, საჯა, ყიზილაჯლო), მაშავერა (უკანგორი), საკირე (გორა), სარკინეთი (განახლება, ველისპირი), ქვემო ოროზმანი (დალარი, ვაკე, ზემო ოროზმანი, მთისძირი), ყარაბულახი(ზემო ყარაბულახი, ახა, გედაგდაღი, მამიშლარი, სალამალეიქი, სოღუთლო, უსეინქენდი, ქვემო ყარაბულახი), ყიზილქილისა (კაკლიანი).

 

ადმინისტრაციული ცენტრი   - ქალაქი დმანისი, მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა1981 წელს. მოსახლეობა 3441 (2010 წ.).

 

დეპუტატი პარლამენტში - კახაბერ ოქრიაშვილი(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის)

 

იხ. დმანისის მუნიციპალიტეტის რუკა