ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 30 წევრისგან, აქედან 20 არჩეულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 - პროპორციულით.პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ხუთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმმა პოლიტიკურმა პარტიამ:• "ალიანსი საქართველოსთვის” 1456 ხმა (11.88%) - ერთი მანდატი;• "თოფაძე – მრეწველები" 727 ხმა ( 5,93%) - ერთი მანდატი;• „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7300 ხმა ( 59, 56 %) - ექვსი მანდატი;• „ეროვნული საბჭო“ 726 ხმა (5.92%) - ერთი მანდატი;• „ ქრისტიან–დემოკრატიული გაერთიანება“ 1751 ხმა (14.29%) - ერთი მანდატი.მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს წევრის 20 მანდატიდან , 19 მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო ერთი - ”ქრისტიან – დემოკრატიულმა გაერთიანებამ” იხ. შედეგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართი:
5600, ხარაგაული,9 აპრილის ქ. # 15;
ტელ.: (8 433) 22 19 66; (8 433) 22 18 49