ბაღდათი - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში. მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 - ქუთაისის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1940-90 - მაიაკოვსკის რაიონი ერქვა.
ფართობი - 815 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 29 000 ადამიანი ;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 36 ადამიანი კმ2-ზე;
მუნიციპალიტეტში 23 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ბაღდათი და 22 სოფელი - დიმი (საიმედო), ვარციხე, ზეგნი (ზედაზეგანი, ქვედაზეგანი, წიფა), მეორეობჩა, ნერგეეთი (ალისმერეთი, ზედადიმი, წაბლარასხევი, წყალთაშუა), პირველი ობჩა, როკითი (დიდველა), როხი, საკრაულა, ფერსათი (შუბანი), წითელხევი, ხანის (კაკასხიდი);
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ბაღდათი ქალაქი მდებარეობს მდინარე ხანისწყალზე, ზღვის დონიდან 232 მ. : 1940-1990 წლებში მაიაკოვსკი ეწოდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა - 4700 ადამიანი (2002);
მაჟორიტარი დეპუტატი - თემურ კოხოძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").