2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პროგრამული
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25
ივლისის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 31/07/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.172.016024)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
ასლან საგანელიძე