სამსახურის უფროსი
ნიკოლოზ გობეჯიშვილი
დაიბადა 1986 წლის 5 აპრილს. 2003 წელს დაამთავრა ქ. ბოლნისის #1 სკოლა ლიცეუმი. 2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით. 2009 წლის მარტიდან დაინიშნა ბოლნისის მუნიციპლაიტეტის გამგეობის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. 2010 წლის თებერვლიდან დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასრტუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2011 წლის 1 ივნისიდან დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების განყოფილების უფროსად. ოჯახური მდგომარეობა _ დასაოჯახებელი.