ბორჯომი - მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში.მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - გორის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-66 წლებში ჩართული იყო ხაშურის რაიონის შემადგენლობაში.
ფართობი - 1189 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 32,643 ადამიანი (ქართველები 82.3%, სომხები 12.1%, ბერძნები 3.6%);
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 27.2 ადამიანი კმ²-ზე;
მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ბორჯომი; 4 დაბა - ახალდაბა, ბაკურიანი (დიდი მიტარბი, პატარა მიტარბი, პატარა ცემი, საკოჭავი), ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი (დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე);და სოფლები - ბალანთა (ჭიხარულა), გვერდისუბანი (ვარდევანი, მაჭარწყალი, ღვთისმშობელი, წინუბანი), გუჯარეთი (ოდეთი, ღინტური, წითელსოფელი), დვირი (ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი), ტაბაწყური (მოლითი), ტაძრისი (დგვარი, საკირე), ტბა (ლიბანი, სადგერი, ცემი), ყვიბისი (ვარდგინეთი, ზანავი, კორტანეთი, რველი), ციხისჯვარი. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ბორჯომი მდებარეობს მდინაარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვიის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. . ქალაქი -1921 წლიდან. ფართობი - 16,85 კმ². მოსახლეობა - 14445 ადამიანი (2002).მაჟორიტარი დეპუტატი - გიორგი ტალახაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").