ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 52011 წლის 28 თებერვალიქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება დანართის თანახმად. 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 მარტის № 30 დადგენილება.3. აღნიშნული დებულება სავალდებულოა სახელმძღვანელოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ორგანოსათვის.4. დადგენილება ძალაში შევიდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ვ. სტამბოლციანი