ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №152010 წლის 19 ივლისიქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,1. დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1).2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 1 დეკემბრის №1 დადგენილება.3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ვ. სტამბოლციანი