მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშური - მუნიციპალიტეტი   შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში - გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.

ფართობი - 585.2 კმ²;

მოსახლეობის რაოდენობა
- 64.000 ადამიანი (
ქართველები 97.6%, ოსები 1.5%);

მოსახლეობის სიმჭიდროვე
- 107 ადამიანი კმ2-ზე;


მუნიციპალიტეტში 77 დასახლებული პუნქტია -
ქალაქი  ხაშური;
75 სოფელი -  სურამი (ბიჯნისი, დიდი ბეკამი, ზეკოტა, პატარა ბეკამი, ურთხვა); ალი (ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი, მცხეთისჯვარი), გომი (აგარები, დიდი სატივე, ვაყა, პატარა სატივე, ქვემო აძვისი, ხიდისყური), ოსიაურის (ახალსოფელი, ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური), ფლევის (დიდი ფლევი, ნაცარგორა, პატარა ფლევი, ტკოცა), ქვიშხეთი (ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი), ცოცხნარა (ოძისი, ქემფერი, ცედანი, ცივწყარო, წაბლოვანა), ცხრამუხა (დამჩხრეულა, თაგვეთი, რბონა), წაღვლი (ზემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ტიტვინისწყარო, ქვემო ბროლოსანი, ჩორჩანა, წეღვერი), წრომი (ახალშენი, დიდი ყელეთი, დიდი ხავლეთი, იმერლიანთკარი, ნადარბაზევი, პატარა ყელეთი), ხალების (ალექსანდრესწყარო, დიდი ხალები, პატარა ხალები, სარტყელა, ღართა , ღვრიაწყალი), ხცისი (დიდი თხინალა, კრისხევი, მიწობი, პატარა თხინალა).ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ხაშური მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. .ქალაქი - 1921  წლიდან;  მოსახლეობა - 28 560 ადამიანი (2002);  მაჟორიტარი დეპუტატი - სერგო  ქიტიაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").