ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოდადგენილება №392010 წლის 6 აგვისტოქ. ცაგერიცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 13 ნოემბრის №11 დადგენილება; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე: /მამუკა ლეთოდიანი/