
საგარეჯო - მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. 1917 წლამდე ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით ისევ თბილისის მაზრაში იყო, 1929 - გარეკახეთის რაიონის სახელწოდებით შედის თბილისის ოლქში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით თელავის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
ფართობი - 1491 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 63 765 ადამიანი (ქართველები 58.5%, აზერბაიჯანელები 40.4%);
სიმჭიდროვე - 39.7 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტებია : ქალაქი საგარეჯო და სოფლები ბოგდანოვკა, გიორგიწმინდა (ანთოკი, მარიამჯვარი), გომბორი (ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი), დუზაგრამა (პალდო, წიწმატიანი), თოხლიაური, თულარი (კაზლარი), იორმუღანლო (ქეშალო), კაკაბეთი(ვერხვიანი), კოჭბაანი (ბოტკო, გორანა, იკვლივგორანა, ოთარაანი, სასადილო, ხინჭები), კრასნოგორსკი, ლამბალო, მანავი (ბურდიანი), ნინოწმინდა (წყაროსთავი), პატარძეული, უდაბნო, უჯარმა (პალდო) ყანდაურის (ქვემო ყანდაურა, ბადიაური, ზემო ყანდაურა), შიბლიანი, ჩაილური (დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური), ხაშმი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი საგარეჯო, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მ, თბილისიდან 45კმ. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. მოსახლეობა 12566.
დეპუტატი პარლამენტში: ზაზა გულიკაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოზრაობა)