სიღნაღი - მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში. სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე სიღნაღის მაზრის სახელწოდებას ატარებდა, 1928 წლიდან მუნიციპალიტეტი კახეთის მაზრაში შედიოდა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად.
მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთ-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
ფართობი - 1251,7 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 42.652 ადამიანი (2006 წელი);
სიმჭიდროვე - 34.8 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 25 დასახლებული პუნქტია - 2 ქალაქი:სიღნაღი, წნორი და 23 სოფელი :ანაგა, ასანური, ბოდბისხევი, ვაქირი, ზემო ბოდბე, ზემო მაღარო, კვენაკელი, მაშნაარი, ნუკრიანი, პრასიანი, საქობო, ტიბაანი, ულიანოვკა, ფანიანი, ქედელი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ძველი ანაგა, ჭოტორი, ხირსა, ჯუგაანი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი სიღნაღი ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი (2002 წ.)
დეპუტატი პარლამენტში - ნუგზარ აბულაშვილი ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)