ჯუმბერ ვარდმანიძე
დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს;
1984 წელს დაამთავრა მახინჯაურის N1 საჯარო სკოლა;
1985-1992 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენა-ლიტერატურისა და ისტორიის ფაკულტეტზე;
1992-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით.
2001 წელს მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1984-1992 წლებში იყო მახინჯაურის კოლმეურნეობის მუშა;
1992-2001 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში: იყო საქართველოს ისტორიის კათედრის ლაბორანტი (1992-2001 წწ.), მასწავლებელი (1994-2001 წწ.), უფროსი მასწავლებელი (20012006 წწ.);
1996 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში: იყო უფროსი მასწავლებელი (19962001 წწ.), ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დოცენტი (2002-2005 წწ.), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგე (2001-2006 წწ.), ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (2005-2013 წწ.); 20142015 წლებში იყო ხარისხის სამსახურის უფროსი;
2014 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა;
არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და რამდენიმე საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ხელვაჩაური ჯუმბერ ვარდმანიძის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd