დაიბადა 1954 წლის 2 სექტემბერს ლენტეხის რაიონში;
1972 წელს დაამთავრა ლენტეხის N1 საშუალო სკოლა;
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
1981-1982 წლებში გაიარა ინტერნატურა ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში;
1986-1988 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში;
1982-1986 წლებში მუშაობდა ლენტეხის რაიონში სოფლის ექიმად და სტაციონარის თერაპევტად;
1988-2002 წლებში იყო ლენტეხის რაიონული საავადმოყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში;
2002 წლიდან ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმია;
2005 წლიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ლენტეხის ფილიალის მენეჯერია;
არის ლენტეხის რაიონული საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ლენტეხი ბადრი ლიპარტელიანის საარჩევნო პროგრამა by Anonymous MCwnoT on Scribd