ლაშა კომახიძე
დაიბადა 1974 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ბათუმში;
1980-1989 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის N1 საშუალო სკოლაში.
1991 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. ბათუმის N9 საშუალო სკოლა;
1997 წელს ბაკალავრის ხარისხით დაასრულა უნგრეთში, ბუდაპეშტის ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ინგლისურ ენაზე);
1998-2000 წლებში მუშაობდა "საქართველოს საზღვაო ბანკში" ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, საინვესტიციო განყოფილების უფროსად;
2001-2003 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად, ხაზინის უფროსად;
2004-2008 წლებში მუშაობდა ბიზნესორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე (შპს "გორგია", შპს "დეკო");
2008-2016 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში სხვადასხვა პროექტის მენეჯერად. მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარება (2008-2011 წწ.), ვაჭრობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (2011-2013 წწ.), ENPAღD-ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (2013 – 2016 წწ.);
2016 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა თემატური ტრენინგი და სწავლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.
ბათუმი ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd