ანივარდ მოსოიანი
დაიბადა 1974 წლის 9 მაისს ქ. ნინოწმინდაში (ყოფილი ბოგდანოვკა);
1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლა;
1996 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;
2000 წელს დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი "გაენათი" ფსიქოლოგისა და ქართული ენის მასწავლებლის სპეციალობით;
1994 წლიდან დღემდე ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია;
2008-2009 წლებში იყო ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი;
2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;
ფლობს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ნინოწმინდა ანივარდ მოსოიანის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd