ლევან ლიპარტია
დაიბადა 1981 წლის 11 იანვარს;
1998 - 2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობაზე;
პარალელურად, სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში საბანკო-საგადასახადო საქმის სპეციალობაზე, რომელიც 2003 წელს დაამთავრა;
2004 წლის იანვრიდან 2004 წლის ივნისამდე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და განათლების სამსახურის უფროსი;
2004 - 2007 წლამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედოს" ბორჯომის ფილიალის სესხის ოფიცერი;
2007 - 2015 წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედოს" ბორჯომის ფილიალის მმართველი;
2015 - 2016 წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ქართული კრედიტის" ფილიალის მმართველი;
2016 წლის მაისიდან დღემდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" ბორჯომის ფილიალის მმართველი;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ბორჯომი ლევან ლიპარტია საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd