ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2010 წლის 19 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №2 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეიშვილი