დაიბადა 1957 წლის 15 აგვისტოს ქ. გორში;
1974 წელს დაამთავრა ქ. გორის N3 საშუალო სკოლა;
1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
პროფესიით ინჟინერ-მშენებელია;
1981-1983 წლებში მუშაობდა ქ. გორის საპროექტო ბიუროში ტექნიკოსად;
1983-1985 წლებში იყო ქ. გორის ქალაქკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი;
1987-1996 წლებში ქ. გორის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში სხვადასხვა პასუხსაგები თანამდებობა ეკავა;
1996-2002 წლებში მუშაობდა ქ. გორის სასურსათო კომბინატში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;
2002-2004 წლებში იყო ქალაქ გორის გამგებლის მოადგილე;
2004-2006 წლებში ასრულებდა ქალაქ გორის გამგებლის მოვალეობას;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
2013-2014 წლებში იყო "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, არჩევნების კოორდინატორი და შტაბის უფროსი;
კარგად ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი.
გორი კონსტანტინე თავზარაშვილის საარჩევნო პრგრამა by International Center for Civic Culture on Scribd