გიორგი გურასპაშვილი - 599 50 70 28
დაიბადა 1975 წლის 11 მაისს ქალაქ ხაშურში.
1992 წელს წარმატებით დაამთავრა ხაშურის N1 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი.
2000 წელს მუშაობდა შპს "ხაშურის" ბუღალტერ-სტატისტიკოსად.
იმავე წელს მუშაობა გააგრძელა ხაშურის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში კონტროლის ინსპექტორად.
2002-2004 წლებში მუშაობდა ხაშურის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსად.
2004-2007 წლებში იყო გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ხაშურის განყოფილების უფროსი.
2007 წელს მუშაობდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მთ. სპეციალისტად.
2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვის და კონტროლის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.
2011-2014 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2013 წლიდან არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ხაშური გიორგი გურასპაშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd