ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდადგენილება № 92010 წლის 28 ივლისიქ. ხაშურიხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 9 ნოემბრის №4 დადგენილება; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე