ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №92010 წლის 27 ივლისიქ. ქარელიქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,1. დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1).2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 9 ნოემბრის №1 დადგენილება.3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი