ლანჩხუთი - მუნიციპალიტეტი გურიის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1921-დან ოზურგეთის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია, 2006 წლიდან- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტი მდებარეობს შავ ზღვას, მდინარე ფიჩორისა და გურიის ქედს შორის. უკავია ოდიშ-გურიის დაბლობი და მიმდებარე სერები. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვის 18 კმ-იანი სანაპირო(საკურორტო) ზოლი.
მუნიციპალიტეტის ფართობი - 533 კვ.კმ.მოსახლეობის რაოდენობა - 40.5 ათასი.
სიმჭიდროვე— 76 კვ.კმ-ზე.
მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: ქალაქი - ლანჩხუთი და 54 სოფელი - არჩეული, აცანა, ახალსოფელი, ბაღლები, გაგური, გვიმრალაური, გომახური, გრიგოლეთი, გულიანი, ეწერი,ზემოაკეთი, ზემოშუხუთი, ზემოჩიბათი, კოკათი, კონჭკათი, ლაშისღელე, ლესა, მალთაყვა, მამათი, მაჩხვარეთი, მოედანი, ნიგვზიანი,, ნიგოითი, ნინოშვილი, ოკვანე, ომფარეთი, ორაგვე, სუფსა, ტაბანათი , ტელმანი, ქვედამამათი, ქვემოაკეთი, ქვემოშუხუთი, ქვემოჩიბათი, ქვიანი, ღრმაღელე, ყელა, შათირი, ჩანჩეთი, ჩოლაბარგი, ჩოჩხათი, ჩქუნი, ცაცხვიანი, წყალწმინდა, ჭალა,ჭანჭათი, ჭინათი, ჭყონაგორა, ხაჯალია, ხიდმაღალა, ხორეთი, ჯაპანა, ჯიხანჯირი, ჯუნეწერი, ჯუნმერე;
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ლანჩხუთი, მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს. მოსახლეობა 7 500.
დეპუტატი პარლამენტში - გია გოგუაძე