დაიბადა 1977 წლის 17 ივნისს ქ. ხონში;
1994 წელს დაამთავრა ქ. ხონის მე-2 საშუალო სკოლა;
1994 - 1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და სამართალმცოდნეობის მეორად სპეციალობაზე;
2001 წელს სწავლობდა "კავკასიის ბიზნესის სკოლის" სამაგისტრო პროგრამაზე - MBA;
2016-2017 წლებში გაიარა "თავისუფალი უნივესიტეტის" სასერტიფიკაციო პროგრამა ჩFM (ჩერტიფიედ Fინანციალ Mანაგერ)
1999 წელს მუშაობდა სადაზღვეო კომპანია "ალდაგში" სადაზღვეო აგენტად;
2000-2006 წლებში "ენერგოგენერაციაში" სხვადასხვა პოზიციები ეკავა: იყო რიგითი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი;
2007 წელს მუშაობდა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" შიდა აუდიტორად ფინანსური განხრით;
2007 წელს იყო სს "ტრანსმშენის" ფინანსური დირექტორი;
2009-2017 წლებში მუშაობდა ჰოლდინგურ კომპანია "კაუკაზუს ოტომოუტივ რითეილში" ფინანსურ დირექტორად;
კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
ხონი ლადო ჯურხაძის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd