2008 წლის 25 დეკემბერი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება #109 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და `ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 13 ნოემბრის #1 დადგენილება `ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ~. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე: /მ. ჭოხონელიძე/