დაიბადა 1975 წლის 4 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში;
1992 წელს დაამთავრა სოფელ ვეჯინის საშუალო სკოლა;
1991 წელს გაიარა ბიზნესის სკოლის ერთწლიანი კურსი;
1992-1996 წლებში სწავლობდა თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე საერთაშორისო ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით;
1998-2004 წლებში მუშაობდა "გაერთიანებულ ქართულ ბანკში" (ახლანდელი "ვითიბი (VთB) ბანკი") სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო გურჯაანის რეგიონული ფილიალის ეკონომიკური განყოფილების სპეციალისტი (1998-1999 წწ.) და იმავე ფილიალის მმართველის მოადგილე (1999-2002 წწ.), თელავის ფილიალის მმართველი (2003-2004 წწ.);
2009 წლიდან ბოლო დრომდე იყო "სახალხო ბანკის" (2010 წლიდან - "ლიბერთი ბანკის" ) გურჯაანის ფილიალის მმართველი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
გურჯაანი არჩილ ხანდამაშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd