გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება # 16 2010 წლის 17 სექტემბერი ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული დებულება (რეგლამენტი); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 8 ნოემბრის №1 დადგენილება; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი